გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ ერთ ჯიპში 13 ძველი ავტომობილი გაცვალა

5-01-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ძველი ავტოპარკის სანაცვლოდ ერთი ახალი ავტომობილის მიღებას გულისხმობდა, დასრულდა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუბერნიამ ძველი ავტოტრანსპორტის სანაცვლოდ გამარჯვებული კომპანიისგან (შ.პ.ს. „არტეფექტი“) 2016 წელს გამოშვებული Toyota Land Cruiser Prado მიიღო.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული ავტომობილი მეორადია. გარდა ამისა, გუბერნიაში ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლითაც ლევან შონია გადაადგილდებოდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, რადგან ის ამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა.

ელექტრონული ტენდერი 12 დეკემბერს დასრულდა, რის შემდეგაც შესაბამისი ხელშეკრულება დაიდო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 115 600 ლარია, რაც ძველი ავტომობილების საერთო ღირებულებას შეადგენს.

http://www.radioatinati.ge/akhali-ambebi/article/63128-guberniam-erth-jipshi-13-dzveli-avtomobili-gacvala.html