გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად კვლევები უფასო გახდა

2-08-2019

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

„საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტისელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.