3-08-2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან და სოფლის მეურნეობის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში იაპონელი ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან და მათ საჭიროებებს შეისწავლიან. ვიზიტის დასრულების შემდეგ მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები.
"ჩვენ დღეს ძალიან შედეგიანი შეხვედრა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს. ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ განვიხილოთ სოფლის მეურნეობის და კოოპერატივების განვითარების და ხელშეწყობის საკითხები. გარდა ამისა კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად ჩვენ გავიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რომლის შედეგადაც სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს უშუალოდ დარგის სხვადასხვა მიმართულებების სპეციალისტების ჩამოყვანა, დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო შემდეგი თნამშრომლობის გაღრმავების კუთხით", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ოგურა ტოორუმ.