გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: აჭარა აუცილებლად იქნება ეკონომიკურად ძლიერი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

4-08-2019

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის უნიკალური ტენდენცია, რაც აჭარაში ტურიზმის კუთხით გვქონდა, შევინარჩუნოთ; ივნისში აჭარაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით მეტი მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პოლიტიკას მოაქვს შედეგები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ულამაზესი რეგიონი აუცილებლად იქნება ეკონომიკურად ძლიერი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ტურიზმის სექტორში მოქმედი მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება.

“წელს ისე სჭირდება მხარდაჭერა აჭარას, როგორც არასდროს. მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემების გამო ჩვენს მეწარმეებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული პროექტი, რომელთა ბენეფიციარები მათ შორის აჭარაში მომუშავე მეწარმეები იქნებიან. პირველ რიგში ეს გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას იმ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ და მეორე არის სახელმწიფო გარანტიები იმ სასტუმროების მშენებლობაზე, რომლებიც ხორციელდებოდა და შექმნილი კონიუნქტურის გამო, შესაძლოა, პრობლემების წინაშე დადგეს”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა შეკრებილ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და ზემო აჭარაში მიმდინარე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა რეალიზაცია გასულ წელს დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა გაზიფიცირების პროექტი, რომლის მეორე ფაზა უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ასევე ისტორიულია ხულო-ზარზმის გზის პროექტი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარიმართება და კომპანიას ამ მიმართულებით მაქსიმალური დახმარება ექნება.

“უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე პრობლემები არ შევქმნათ ამ ულამაზეს კურორტზე, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კურორტებზე ქაოსური განვითარების შედეგად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, გოდერძის და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდეს. ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს სკოლების, ბაღების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ ეს პროექტები იყო მათი მთავარი მოთხოვნა”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.