გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ არ ვიცით რა მოხდა 2008 წელს, ამ სიტუაციის გველეშაპი, რომელიც ამას აზის და აკონტროლებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სინდისზეც არის ის, რაც მოხდა

7-08-2019

„მთავარი პრობლემა ესაა, რომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა 2008 წელს. ამ სიტუაციის გველეშაპი, რომელიც ამას აზის და აკონტროლებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სინდისზეც არის ის, რაც მოხდა. ის აღიზიანებდა რუსეთს და ესაა მთავარი მომენტი. შეიძლება მას არ დაუწყია ომი და ეს არ არის მთავარი ვინ დაიწყო ომი, მთავარია რატომ მივედით ომამდე, რატომ დავუშვით ომი, როგორ მოხდა რუსეთის აგრესია, ჩვენი წილი არის თუ არა ამაში,- ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის 70 პროცენტი რუსეთზეა, მაგრამ 30 პროცენტი ჩვენზეა და ამაზე არ ვლაპარაკობთ და მას, ვინც კი სიმართლის ლაპარაკს იწყებს, მაშინვე რუსეთის აგენტს ვუწოდებთ. 
,,მთავარი პრობლემა ესაა, რომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა 2008 წელს. ამ სიტუაციის გველეშაპი, რომელიც ამას აზის და აკონტროლებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სინდისზეც არის ის, რაც მოხდა. ის აღიზიანებდა რუსეთს და ესაა მთავარი მომენტი. შეიძლება მას არ დაუწყია ომი და ეს არ არის მთავარი ვინ დაიწყო ომი, მთავარია რატომ მივედით ომამდე, რატომ დავუშვით ომი, როგორ მოხდა რუსეთის აგრესია, ჩვენი წილი არის თუ არა ამაში . ქართულ მხარეზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ რუსეთზე. სწორია და კარგია, პასუხისმგებლობის 70 პროცენტი არის რუსეთზე, მაგრამ 30 პროცენტი ჩვენზეა და ამაზე არ ვლაპარაკობთ. ესაა მთავარი გაკვეთილი და ეს მაშფოთებს, სიმართლის გაგება არ გვინდა, ვინც კი სიმართლის ლაპარაკს იწყებს, მაშინვე არის რუსეთის აგენტი. ეს ხალხი ჩუმდება, მათ შორის მეც. ამ ჩიხში ვართ და ვერ გამოვდივართ ჩიხიდან, რადგან სიმართლეზე ლაპარაკი არ გვინდა და სიმართლის არარსებობა გვაწუხებს იმიტომ, რომ ვერ გამოვდივართ ამ ჩაკეტილი წრიდან“,-აცხადებს ზაქარეიშვილი. 

ზაქარეიშვილის თქმით, ქართველების პრობლემა არის ის, რომ მითებში ცხოვრება გვიყვარს.


„ერთმანეთს სიმართლეს გულახდილად ვერ ვეუბნებით. საკმარისია, მიუღებელი ფრაზა გავიგოთ, რომ უცებ ვეძებთ იარლიყებს, რომ ჩამოვკიდოთ ამ ადამიანებს - ეს კრემლის აგენტია და ხალხი უკან იხევს.


ჩვენ ახლა მხოლოდ სასამართლოებში დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება, მე როგორც სპეციალისტი ვხედავ, როგორ ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტების მოგვარებაში, არამარტო ნარატივით და პოლიტიკით, არამედ სახეებით. ჟენევის პროცესში დააბრუნეს ცისკარაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს "ნაცრისფერი კადრინალი" იყო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელად მოიყვანეს რუსლან აბაშიძე, იაკობაშვილის ყოფილი მოადგილე 2008 წელს. სახეები და პოლიტიკა ბრუნდება“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.