გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ავსტრიაში ქართველი დააკავეს

5-01-2018

40 წლის ქართველმა მამაკაცმა 3 იანვარს ავსტრიაში დანაშაული ჩაიდინა. ავსტრიული მედიის ცნობით, ის ქალაქ გრაცის ბიზნესცენტრში შევიდა, ახალი პიჯაკი, შარვალი და ფეხსაცმელი ჩაიცვა, ხოლო თავისი ძველი სამოსი გასახდელ ოთახში დატოვა. დაცვის სამსახურს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, მამაკაცი დაიჭირეს და სამართალდამცავებს გადასცეს. ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მას ჯიბეში ძვირადღირებული მოპარული ჯიბის დანა ჰქონდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა დაკითხვის შემდეგ აღიარა, რომ მან წარსულში იგივე ქმედება სამჯერ ქალაქ ლინზში ჩაიდინა.

 

 წყარო: "ინფორუსთავი"

http://inforustavi.ge/?m=31&news_id=3850