გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასაც ეწევა

12-08-2019

ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ისინი არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევიან, არამედ - ევროპული ინსტიტუტებისაც, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ობიექტური რეალობაა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

“უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, შინაარსობრივ კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე ვერ გავაკეთებ. კანონი უზენაესია, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და მას ყველამ პატივი უნდა სცეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მედიის წარმომადგენლების კითხვას, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო უწყებებში მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნება” მომავალი არჩევნებისთვის შემუშავებული აქვს პროგრამა, რომელიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებულ ყველა მტკივნეულ გამოწვევას ძალიან სწორად და ადეკვატურად პასუხობს.