გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს

12-08-2019

ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. 

“ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება”,- აღნიშნა პრემიერმა.