გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: ტურისტულ სექტორში არსებულ ძალიან მზარდ დინამიკას აუცილებლად დავაბრუნებთ

12-08-2019

ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა. 

“დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალეო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა”,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.