გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ შესაბამისი სტანდარტის გზა გვექნება

13-08-2019

საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს მოქალაქეებს და ამის კარგი მაგალითი იყო კობი-გუდაურის საბაგიროს პროექტი.

„ეს იყო საბაგირო, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე და დღეს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი.