გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გასულ წელთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ იკლო

13-08-2019

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. 

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 102.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.4 მლნ. აშშ დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები). 


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 861.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.