გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ წელს ქვეყნის მასშტაბით 22 კგ "ჰეროინი," 2 კგ-მდე კოკაინი და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

14-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

ამოღებული ნატკოტიკული ნივთიერებები განადგურებულია.