გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი: ბაკურიანში, სათხილამურო სპორტის განვითარების დიდი შესაძლებლობები ადვილი დასანახია

14-08-2019

მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას და სამზადისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი აფასებს. მისი განცხადებით, ფედერაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე იყო ლოგიკური, რადგან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები.


„უკვე რამდენიმე წელია, შესარჩევ კონკურსში ვარ ჩართული და ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ამ მხარეში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ „მთის განვითარების კომპანიასა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან, რათა ყველა მიმართულება გაგვეხადა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წელიწადში 14 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა აქ და რადგან კარგად ვიცი, რამხელა სითბოს და მეგობრობას ვგრძნობდი საქართველოში თითოეული ადამიანისგან და რამდენად კარგი სამუშაო გარემოა აქ, როდესაც ეს სპორტსმენები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, დარწმუნებული ვარ, იმავე შთაბეჭდილებებს წაიღებენ“ - განაცხადა ჯოზეფ ფიდჯერალდმა



საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაწეული შრომისთვის. „ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას მომდევნო წლებში, ხოლო 2023 წელს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას“ - აღნიშნა ფიდჯერალდმა.


დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასას ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.