გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

16-08-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხო-ეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს. 

მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია" მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მონაწილეობდნენ.