გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვენახების კადასტრის ამონაწერის აღების ვადა ორ კვირაში დასრულდება

16-08-2019

2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. 

კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ასევე შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. ამონაწერი გაიცემა უფასოდ.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მევენახეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს.