გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გონიოს ციხეში რომაული ფესტივალი 2019 გაიხსნა

21-08-2019

დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიხსნა. 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით.

წარმოდგენილი იყო, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. 

მოეწყო სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. 

სტუმრებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო თეატრალიზებული სანახაობები. კერძოდ: რომაული ცეკვა და ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.

გაიმართა ტურნირი ,,გონიოს თასი’’, ორ სპორტულ სახეობაში: მშვილდოსნობა და ცხენოსნობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ფესტივალის ფარგლებში გონიოს ციხემ ბევრ ტურისტს უმასპინძლა. 

ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.

ფესტივალი ვიზოტორებს ხვალაც უმასპინძლებს 10:00 დან 18:00 საათამდე.