გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ მანავში პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

21-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდა და საოჯახო ტექნიკა მოიპარა, რითაც მოქალაქეს 1850 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.