გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"რომაული ფესტივალი 2019" დასრულდა

21-08-2019

გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ დასრულდა. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით, ასევე რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. გაიმართა სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. სტუმრებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო თეატრალიზებული სანახაობები. კერძოდ: რომაული ცეკვა და ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.

ფესტივალის ფარგლებში, შეჯიბრებები გაიმართა სამ სპორტულ სახეობაში: ქართულ ჭიდაობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში. ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ ,,გონიოს თასი’’ და სიგელები.

ღონისძიების მიზანი იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება იყო, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა .

ფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და დღეს დასრულდა.