გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემის გამო მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

8-01-2018

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 
პედაგოგის სკოლიდან გაშვების გადასწყვეტილება დისციპლინარულმა საბჭომ გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი პირველკლასელის ცემის ფაქტი გახდა.

შემთხვევა 2017 წლის 15 დეკემბერს მოხდა. სკოლის დირექტორის თქმით, პირველი კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა დაზიანებები შემთხვევით მიაყენა.

"გაკვეთილზე, დაზარალებული ბავშვი არ გაჩერდა, მოუსვენრად იყო. მასწვალებელმა ააყენა და ხელით მიყავდა კუთხეში დასაყენებლად, რა დროსაც მოსწავლე მოულოდნელად მოტრიალდა და მასწვალებლის ფრჩხილები შემთხვევით გაესვა ყელზე და წამოუვიდა სისხლი" , - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, სკოლის მასწავლებელს მოსწავლის ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის საყვედური გამოუცხადა სკოლის დისციპლინარულმა საბჭომ და ასევე, მისი გათავიუსფელების გადაწყვეტილებაც მიიღო. 

სკოლის ადმინისტრაცია, გათავისუფლებული მასწავლებლის შტატზე ახალი ვაკანსიის გამოცხადებას მიმიდინარე სასწავლო წელს არ გეგმავს.

"მასწავლებლის საკლასო საათები გადანაწილდება სხვა მასწავლებლებზე",  -  განმარტავენ საჯარო სკოლაში.

სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა. თუმცა,  მან აღნიშნულ საკითხზე ჩვენთან კომენტარი  არ გააკეთა.

წყარო: "ქუთაისიპოსტი"

http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/10782-quthaisis-sajaro-skolashi-mostsavlis-cemis-gamo-mastsavlebeli-samsakhuridan-gaathavisufles