13-11-2017
ქუთაისში ერთ -ერთ სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ მამაკაცი შეუძლოდ თამაშის დროს გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მედიკოსებს პაციენტი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
სამორინეში გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: newpress