გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოყო

8-01-2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის საქართველოს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებშია დაგეგმილი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ენგურჰესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

„დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსებისთვის. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების სფეროებში. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში  რეკორდული მოცულობის ინვესტიციები განახორციელა, ამ მიმართულებით 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის ევროკავშირმა 7-მილიონიანი გრანტიც დაამტკიცა.

„მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან. ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მილიონით მეტია 2016 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა 20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტს შპს „ენგურჰესი“ განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EBRD-ის მხრიდან ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/economic/item/4510-ebrd-ma-engurbesis-reabilitaziistvis%2028-milioni-evro-gamoybo