გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა

24-08-2019

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქალი დაშავდა. იგი ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა.


შემთხვევა ასპინძაში 23 აგვისტოს დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა.


დაშავებული ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. მას დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.


საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



http://sknews.ge/index.php?newsid=23985