გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში მევენახეებს კადასტრის ამონაწერის ასაღებად რამდენიმე დღე რჩებათ

27-08-2019

„ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეებმა კადასტრის ამონაწერი 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა აიღონ. მიმდინარე წლის რთველის დროს, ყურძნის ჩაბარება აღნიშნული მიკროზონებიდან მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.

კადასტრის ამონაწერის მისაღებად, მევენახემ უნდა მიმართოს შესაბამის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ადგილობრივ საკრებულოებს: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ამასთან ერთად, შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.