გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რეგიონებში პრემიებზე 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, აქედან გურიაში 206 320 ლარი

9-01-2018

საკრებულოსა და მერიებში ახლადარჩეული ჩინოვნიკების მიერ წინასაახალწლოდ გამოწერილმა პრემიებმა, 2 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის არიან ისეთი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც თანამდებობაზე, პრემიის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნენ.

მერიებსა და საკრებულოებში ხშირ შემთხვევაში აღიარებენ, რომ პრემია არ დაუმსახურებიათ და ამბობენ, რომ ჯილდო ავანსად, წახალისების მიზნით მიიღეს.

პრემიებსა და სახელფასო დანამატებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 206 ათას 320 ლარი გაიხარჯა. აქედან 127 ათას ლარზე მეტი დარიგდა ჩოხატაურის მერიასა და საკრებულოში, 60 ათას 370 ლანჩხუთში, სადაც სახელფასო დანამატი აიღეს მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილეებითურთ. მათ შორის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ჩათვალა, რომ ეს მეცამე ხელფასი იყო. საკრებულოს თავმჯდომარე, ბესო ტაბიძემ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული ხმების უმრავლესობის დამსახურებად.

ხოლო 18 ათასამდე ოზურგეთში, სადაც სახელფასო დანამატი მხოლოდ მერიის 18-მა თანამშრომელმა მიიღო. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გაწეული ყველაზე მძიმე სამუშაოსთვის, ფულადი წახალისება დაიმსახურეს. 

გაცილებით დიდი თანხის, დაახლოებით 61 ათასამდე ლარის დახარჯვა გახდებოდა საჭირო ბიუჯეტიდან  ოზურგეთში, საკრებულოს თავმჯუდომარის, დავით დარჩიას მოთხოვნა რომ შესრულებულიყო და საკრებულოსა და მერიის უკლებლივ ყველა თანამშრომელზე ხელფასის 63%-ი დანამატის სახით გაეცათ. მათ შორის ფულად წახალისებას ითხოვდა თავად საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეც. 

იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც წინასაახალწლო პრემიები გაიცა წყალტუბოს მერია და საკრებულოც არის. გაცემულია სულ 150 ათასამდე ლარი საიდანაც 100 ათასზე მეტი საკრებულოში დარიგდა. პრემია ერთი თვის ხელფასის სრული ოდენობით, აიღეს 8 დღით ადრე შექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეებმაც.

196 ათასი ლარი დახარჯეს პრემიებისთვის სამტრედიაში. რაიონის საკრებულოში განმარტავენ, რომ ფინანსური წახალისება აქ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მიიღო.
63 მუნიციპალიტეტიდან ფინანსური ჯილდო რაიონების ნახევარში დარიგდა. სულ 30 მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ პრემიისთვის 3 მილიონამდე დახარჯეს.3 მილიონამდე ლარი პრემიებისთვის.

წყარო: "გურიის მოამბე"

http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27938