გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღეის მდგომარეობით კახეთში უკვე 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

29-08-2019

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. 

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.