გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს მთავრობას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს

3-09-2019

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. 
გახარიას კანდიდატურა დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭის სხდომის შემდეგ წარადგინა.


"დღეს დილით ჩვენ გვქონდა ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურ საბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა.

თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობთ გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს.

კიდევ ერთხელ მინდა მას საზოგადოების წინაშე მივულოცო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. გიორგი გახარია, წარმოგიდგენთ ცვლილებებს მთავრობაში, რომელიც მან წარუდგინა უმრავლესობას, ეს მისი პრეროგატივაა"-განაცხადა ივანიშვილმა.


მანვე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა.