გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია

3-09-2019

პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეonline.naec.geდღეიდან შეუძლიათ.

წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდანჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 31500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. 

გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში. 

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12000-მდე კანდიდატი. გასწორდა 10300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგადკი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს. 

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია.რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება. 

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.