ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ბიძინა ივანიშვილი: მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან მადლობით გავუშვით

3-09-2019

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში თავისი სიტყვა თქვა და თანამდებობიდან კულტურულად წავიდა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.


"როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. კვირას, საღამოს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი და მთელმა გუნდმა მადლობა გადაუხადა.


მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, მადლობით გავუშვით თანამდებობიდან მამუკა ბახტაძე, საკუთარი სურვილით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ მთელს საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი ასე ვთქვათ პროცესები ჩაირთო და დაიწყო. მან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთო ახალს, განვითარებას მისცა ადგილი. დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა და მე კიდევ მინდა საზოგადოებასთან პირისპირ, პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ასევე პრემიერ- მინისტრის რანგში და მისი თანამდებობიდან კულტურული წასვლისთვის"-განაცხადა ივანიშვილმა.