გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა

10-01-2018

გასული წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნიაში საახალწლოდ პრემია არ გაცემულა, თუმცა გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გუბერნიამ საახალწლოდ თანამდებობის პირებსა თანამშრომლებზე დანამატი გასცა. წლის ბოლოს ჯილდოს სახით დანამატი გუბერნიაში დასაქმებულმა 32-მა თანამშრომელმა მიიღო. ჯამში, დანამატის სახით  საახალწლოდ გუბერნიამ  11 570 ლარი გასცა.

დანამატის სახით 2 950 ლარი გაიცა იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის სახელზე.  

8 620 ლარი გაიცა 31 თანამშრომელზე (მათ შორის გუბერნატორის მოადგილეები და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები), თითოეულმა საახალწლოდ 270-270 ლარი მიიღო.

რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, იმერეთის გუბერნიაში 121 682 ლარის დანამატი გაიცა. 

დანამატის სახით  წლის განმავლობაში იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 35 400 ლარი მიიღო.

5 670 ლარით განისაზღვრა მერის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი.  ამავე პოზიციაზე ყოფინასას  2 907 ლარი მიიღო იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ვიცე-გუბერნატორის პოსტს იჭერდა.  13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიდრე ჭიათურის მერის პოსტზე კანდიდატად დასახელდებოდა.

წყარო: newpress

http://newpress.ge/saaxalwlod-imeretis-guberniam-11-570-laris-danamati-gasca