გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ფიქრობს, რუსეთის ჯარი გადაარჩენს მას მომავალში

4-09-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქის" საშუალებით ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ სჭირდება დასაყრდენი ქართველ ხალხში, რადგან ფიქრობს, რომ რუსეთის ჯარი გადაარჩენს მას მომავალში.
სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატონ პროტესტი არსებული ვითარების წინააღმდეგ და გადაარჩინონ ქვეყანა.

"რაც შეეხება მთავრობის სიტუაციას, მთავრობა საქართველოს აღარ ჰყავს. ყავს ერთი ადამიანი რომელიც არ არის ოფიციალური მთავრობის წევრი, ან რაიმე თანამდებობის პირი, და რათქმაუნდა ეს არის დაკავშირებული რუსეთთან. იზორია იყო ერთადერთი ვინც ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს მოწონდათ, თუმცა არ მოწონდათ რუსებს და ამიტომ ისიც მოაშორეს. ივანიშვილს აღარ ჭირდება დასაყრდენი საკუთარ ხალხში, ის ფიქრობს რომ რუსეთის ჯარი გადაარჩენს მას მომავალში.

ჩვენ ამას დავამარცხებთ თუ ვიქნებით მშვიდობიანი, თუ გავაკეთებთ იმას რაც გააკეთა სომხეთში ფაშნიანმა. რუსეთის გავლენა სომხეთში იყო ბევრად მეტი ვიდრე ოდესმე იყო საქართველოში. მაგრამ, ახალგაზრდობა გამოვიდა და მათ წინააღმდეგ რუსეთმა ვერ გააკეთა ვერაფერი. და ჩვენც უნდა შევძლოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი და ძალიან დაჟინებული წინააღმდეგობით ამის მიღწევა. არ გვეგონოს რომ მხოლოდ 30,000 და 40,000 ადამიანის შეკრებით თბილისის ცენტრში ისინი გაიქცევიან, ასე არ არის. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს არ იქნება ერთ კვირიანი აქცია, ეს არის მრავალკვირიანი, რამდენიმე თვიანი ცენტრალიზებული მობილიზაცია ხალხის საქართველოს გადასარჩენად. ჩემი აზრი არის ასეთი.

ჩვენ სულ გვაბრალებენ რომ რევოლუცია და არეულობა, კლასიკური რეჟიმის გადატრიალება გვინდა. ჩვენ არ გვინდა არეულობა, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცვლილება რომელიც მისცემს ქვეყანას და ახალგაზრდებს შანსს რომ არ გაიქცნენ საკუთარი ქვეყნიდან. საქართველოს შეუძლია იყოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევრაზიაში, მიუხედავად იმისა რომ ვართ პატარა ქვეყანა. ჩვენ 5 წელი ვიყავით მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი და დღეს ჩვენ ვიცხოვრებდით მინიმუმ როგორც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ ლიტვაში. ისევ განვაგრძობთ ამას, თუმცა ბევრი დრო არ გვაქვს"-წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.