გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გამყოფ ხაზთან საქართველოს ხელისუფლება მორიგ საგუშაგოს აშენებს

5-09-2019

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" "პარლამენტის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა.


"რესის" ცნობით, ოსი 

"დეპუტატები" აპირებენ ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ სად გადის "საზღვარი".


აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გზის მონაკვეთის კაპიტალურ რემონტს, რომელიც პოლიციის პოსტს დააკავშირებს სოფელ პერევთან.

„სამხრეთ ოსეთის“ КГБ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი მოქმედებები „პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ხელს არ უწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვართან“.

qartli.ge