5-09-2019
6 სექტემბერს, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დახურვა გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.
ფესტივალის დახურვაზე დასწრების მსურველთათვის ნიქოზის მიმართულებით თბილისიდან ავტობუსები გავა ვარდების მოედნიდან, დილის 9 საათზე.
ფესტივალის ბოლო დღის პროგრამა:
6 სექტემბერი, ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
11:00
ფრანგული ანიმაციური ფილმები – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
სუზდალის ანიმაციური კინოს ფესტივალის ფილმები (რუსეთი)
შესვენება
13:00
ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა და ოსტატობის გაკვეთილი – რეჟისორი და ანიმატორი მაიკლ დუდოკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
15:00
ფესტივალის საზეიმო დახურვა
შესვენება
16:00
კონცერტი – გორის ქალთა კამერული გუნდი
თბილისში ავტობუსით დაბრუნება
ნიქოზის კინოფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა. რამდენიმე დღის მანძილზე მან დამსწრე აუდიტორიას არაერთი საინტერესო ანიმაციური ფილმის ჩვენება, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და დრეზდენის, ანსის და სხვა ცნობილი კინოფესტივალების ფილმები შესთავაზა. ფესტივალს დაესწრნენ სტუმრები ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ბელარუსის რესპუბლიკიდან.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი წელს მეცხრედ იმართება. ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის – მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის ინიციატივით 2011 წელს დაარსდა.