გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება

5-09-2019

„ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობისას აქტიურად იქნება გათვალისწინებული დასავლური გამოცდილება.

„მე ამ დღეებში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც არის, მე ვიტყოდი, უნიკალური. შვეიცარია, რომელიც არის ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ჯარი. მათ აქვთ უნიკალური გამოცდილება ამ მიმართულებით, კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით. არის კიდევ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მაგალითად ისრაელის, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო და ბევრი სხვა. მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად და მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა იზორიამ უკვე დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ“- განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.