გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

8-09-2019

გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა - კენჭისყრა ახლახანს დასრულდა.

ახალ მთავრობას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებს.

განახლებული მინისტრთა კაბინეტი ასეთია:

პრემიერ-მინისტრი: გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი: ირაკლი ღარიბაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი: მაია ცქიტიშვილი;

იუსტიციის მინისტრი: თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: ნათია თურნავა;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: მიხეილ ბატიაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით ზალკალიანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: ლევან დავითაშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი: ეკატერინე ტიკარაძე;

ფინანსთა მინისტრი: ივანე მაჭავარიანი;

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში: ქეთევან ციხელაშვილი.