გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის მასშტაბით, მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით 4,5 მლნ კილოგრამი პროდუქცია შეისყიდეს

9-09-2019

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონში (37.0 პროცენტი) და ქ. თბილისშია (16.7 პროცენტი) განთავსებული.

მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის (13.0 პროცენტი), ქვემო ქართლის (9.3 პროცენტი), კახეთის (9.3 პროცენტი), იმერეთის (7.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (5.6 პროცენტი) და გურიის (1.9 პროცენტი) რეგიონში.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 273 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 118 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 817 კაცით განისაზღვრა. 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 55.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.8 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.2 პროცენტი თევზეული, 6.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 34.6 მლნ. ლარის ღირებულების (8.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (50.8 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 94.4 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.
იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (74.8 პროცენტი) და ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (17.0 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 45.6 პროცენტს, მაისში - 52.5 პროცენტს, ხოლო ივნისში 48.3 პროცენტს.