გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დანიელ გოთშალდი: ქუთაისის უნივერსიტეტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელი იქნება, სადაც ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში დავეხმარებით

9-09-2019

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აკადემიური პლატფორმა იქნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების კონცეფციით იმუშავებს. ეს არა მხოლოდ ქუთასისთვის, საქართველოსთვისაც და საერთოდ რეგიონისთვის კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ასპარეზს გახსნის,- აცხადებს ,,იმედის კვირასთან“ საუბარში Tum International-ის გენერალური დირექტორი დანიელ გოთშალდი.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტი, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის სისტემა სწორედ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის ანალოგი იქნება

ქუთაისის უნივერისტეტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელი იქნება, სადაც ახალგაზრდებს მათი იდეების განხორციელებაში დავეხმარებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პლატფორმა თანამედროვე სტანდარტების კონცეფციით იმუშავებს. ეს არა მხოლოდ ქუთასისთვის, საქართველოსთვისაც და საერთოდ რეგიონისთვის კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ასპარეზს გახსნის“,- აცხადებს დანიელ გოთშალდი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს ,,Tum International“-ის დირექტორი კრისტიან ჰეკმენი.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შთამბეჭდავია.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. პროექტის ხელმძღვანელები ქმნიან ახალ შესაძლებლობებს დასაწყისიდანვე. სწორედ ასე დაიწყო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების, მათი იდეების განხორციელებისთვის თანამედროვე გზების შეთავაზება და კამპუსებში სტარტაპების შემოთავაზების შანსი. რაც მთავარია, ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პროფესიონალი ტრენერები, პროფესორები, რომლებიც მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს”,- აცხადებს კრისტიან ჰეკმენი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი კავკასიის რეგიონში. ევროპული სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა , ამისთვის უნივერსიტეტის მენეჯმენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.