12-11-2017
#65 საოლქო საარჩევნო კომისიამ მარტვილის 39 უბნის მონაცემები უკვე დააჯამა. "ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 11,480 ხმა მიიღო, რაც 93.04 % უდრის.
მეორე ტურში მონაწილეობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, იგი ბიულეტენზე მაინც იყო აღნიშნული. დანელიას კანდიდატურა 859 ამომრჩევლმა შემოხაზა, რაც 6.96 % -ს უდრის.
რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან, საკუთარი არჩევანი სულ 12 629-მა დააფიქსირა, ხოლო 283 ბიულეტენი გაბათილდა.
წყარო: რადიო "ათინათი"