გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 86 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

9-09-2019

სოფელ ყანდაურაში 5 პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 86 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეუცვალა. ომარ გამყრელიძეს 2000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, ის პატიმრობაში რჩება.

თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეები და საგარეჯოს პოლიციის ორი დეტექტივ- გამომძიებელი დაიკითხა.

მორიგი სასამართლო ოროცესი 19 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ბრალდება 86 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას ედავებოდა.

"პია"