გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის მცდელობა, ხალხი დაარწმუნოს, რომ არის ყოვლისშემძლე მახრჩობელა გველი, სრული ბლეფია

11-09-2019

საქართველოს ყოფილი ბრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში გასვლას ეხმაურება. მისი თქმით, სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია, რაც მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა.
სააკაშვილის აზრით, "ყოვლისშემძლე" ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა "მთავარი" ტელევიზიის დაბლოკვა და რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება.


ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.


"გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლისშემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი!
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ,ალბათ, მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია! ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა "მთავარის" ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ "მთავარი არხი" მადლობა ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ეხლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ეხლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დრო!
ყველაფერი გამოგვივა საქართველოში უნდა გათენდეს!"-წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.