ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გურიაში საქონელს ეზოებიდანაც იპარავენ

11-09-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოლო თვეებში საქონლის ქურდობის ფაქტები საგრძნობლად არის გახშირებული. 

სოფელ სილაურში სარიშვილების ოჯახმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაკარგა. 

როგორც ე. სარიშვილი "გურიის მოამბეს" უყვება, გასულ თვეში დეკეული დაკარგა, ერთი კვირის წინ კი საძოვარზე გაშვებული ძროხა. 

"პირველად დეკეული დავკარგე, ჩვენი სახლის გვერდით არის საძოვარი, იქ მყავდა დაბმული. ბაწარი მოხსნილი იყო. ამას რა თქმა უნდა ქურდობას ვუკავშირებ. არაა ჩვენი სოფელი ისეთ ადგილზე, რომ ნადირი იყოს გახშირებული. თან, თუ რამემ დაგლიჯა, ძვლები, ან დარჩენილი ნაწილები ხომ უნდა მეპოვა? ერთი კვირის წინ საძოვარზე გაშვებული ძროხა აღარ დაბრუნდა უკან. სად არ ვეძებე, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი. ქურდობები გახშირებული, ბევრისგან მსმენია სოფელში, რომ დაკარგა ძროხა, ხბო, ღორი... პოლიციას შვატყობინე ეს ამბავი და იმედი მაქვს გამოიძიებენ"-გვითხრა ქალბატონმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "გურიის მოამბე" დაბა ნასაკირალში გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე წერდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ქურდობის ფაქტს თითქმის ყველა კვირაში აქვს ადგილი. 

რამდენიმე დაზარალებულმა პოლიციასაც მიმართა. 27 აგვისტოს გურიის პოლიციის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქონლის ქურდობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული, თუმცა კონკრეტულად სად ჰქონდა ადგილი ქურდობას ეს ინფორმაციაში ნათქვამი არ არის. 

"გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 4 მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე, 2 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-ნათქვამია განცხადებაში.

"გურიის მოამბე"