10-01-2018
ძლიერმა ქარმა რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელი შენობისა და მე-12 მიკრორაიონში ,,ენერგო-პროს’’ ქვესადგურის სახურავი, ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა. რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებია მოგლეჯილი.
ქალაქში არსებულ სიტუაციას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა პირადად მიიღო.
ქარიშხლით მიყენებულ ზარალს მერიაში მოქმედი სპეციალური კომისია დაითვლის.