გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შიდა ქართლში ეპარქიების დაფინანსება გაზრდილია

11-09-2019

შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიებისთვის გადარიცხული თანხები წლიდან წლამდე იზრდება.

ქარელის, ხაშურისა და კასპის მერებმა 2014-2019 წლების მონაცემები მოგვაწოდეს, რაც შეეხება გორის მერიას, ისინი მხოლოდ 2019 წლის ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლნენ.

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ატენისა და გორის ეპარქიას 200 000 ლარი გადაურიცხა. მათ შორის 70 000 ლარი - ელექტროენერგიის გადასახადისთვის და 130 000 

ლარი - ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისთვის.
2019 წელს ქარელის მუნიციპალიტეტმა - 110 000 ლარი გადაურიცხა.
2019 წელს კაპის მუნიციპალიტეტმა - 70 000 ლარი გადაურიცხა.
2019 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტმა - 100 000 ლარი.

რაც შეეხება 5-წლიან ციკლს, თანხების მოძრაობა ასეთია:


ქარელი:

2014 წელს -88 000 ლარი,
2015 წელს 90 000 ლარი,
2016 წელს 60 000 ლარი,
2017 წელს 30 000 ლარი,
2018 წელს 50 000 ლარი,
2019 წელს 110 000 ლარი.

5 წელიწადში რუის-ურბნისის ეპარქიას 428 000 ლარი გადაურიცხა.

„რელიგიური ღონისძიებების პროგრანმით თანხა გადარიცხულია რუის-ურბნისის ეპარქიისთვის სამეუფეო რეზიდენციის, ტაძრების მშენებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით“- მოგვწერეს მუნიციპალიტეტიდან.

კასპი

კასპის მუნიციპალიტეტს სამთავისისა და კასპის ეპარქიისთვის 2014 წელს თანხა არ გადაურიცხია. 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 178 500 ლარი შესწირა ეპარქიას.

2014 წელს - 0 ლარი
2015 წელს 20 000 ლარი,
2016 წელს 22 000 ლარი,
2017 წელს 21 500 ლარი,
2018 წელს 45 000 ლარი,
2019 წელს 70 000 ლარი.

ხაშური

შეწირულობებში ყველაზე გამორჩეულია ხაშურის მუნიციპალიტეტი, გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი და გადარიცხული თანხებისა სურამისა და ხაშურის ეპარქიასა და საქართველოს საპატრიარქოს უძრავ-მოძრავი ქონებაც გადასცეს.
2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სულ შეწირულმა თანხის ოდენობამ 365 118 ლარი.

2014 წელს 50 000 ლარი,
2015 წელს 50 000 ლარი,
2016 წელს 49 888 ლარი,
2017 წელს 49 980 ლარი,
2018 წელს 65 250 ლარი,
2019 წელს 100 000 ლარი.

რაც შეეხება ქონებებს, ხაშურის მუნიციპალიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 4 უძრავი ქონება გადასცა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო მოცულობა 15 157 კვადრატული მეტრია. რაც შეეხება მოძრავ ქონებას საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემულია 150 ცალი რკინა-ბეტონის პარაპეტი, რომლის ღირებულება 12 249 ლარია.

6 ცალი რკინა-ბეტონის სექციები, ღირებულებით 840 ლარი და 14,14 ტონა ლითონის მალის ნაშენი, რომლის ღირებულება 2 828 ლარია. სურამისა და ხაშურის ეპარქიისთვის გადაცემულია 100 ცალი დროშა.

"შიდა ქართლი"