12-09-2019
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. (იხ. გრაფიკი). ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.