კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ხაბეიშვილი კალაძეს: 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით?

12-09-2019

თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერს კახა კალაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა კალაძეს “კორუმპირებული”, კალაძემ ხაბეიშვილს კი “გაფარჩაკებული” უწოდა.

ხაბეიშვილის განცხადებით, მას დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.

“153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?”- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.

“თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

ამაზე კალაძემ უპასუხა: “ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”.

droa.ge