გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ უფლისციხეში რეაბილიტირებული გზა 2 თვეში დაზიანდა

12-09-2019

გორი-უფლისციხის გზაზე, სადაც ასფალტის საფარი დაზიანებულია, წითელი ალმები გამოფინეს. გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში განხორციელდა, თუმცა, გზის საფარმა დეფორმაცია უკვე მიიღო.

სამუშაოები 2019 წლის 12 მაისს დაიწყო. როგორც qartli.ge წერდა, მას საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ახორციელებდა. 

გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

უფლისციხის გზა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში განახლდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაახლოებით 10 კმ-იანი მონაკვეთს 2004 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა რეაბლიტაცია.

"შიდა ქართლი"