გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

,,გარეგანათება ჩვენ მოვითხოვეთ და სხვა უბანში დააყენეს" - პროტესტი საქაშეთში

12-09-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში გარეგანათება იმ უბანში არ დააყენეს, რომლის მოსახლეობამაც პრიორიტეტულ საკითხად დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას პედაგოგი ნათია კოკოზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სოფლის კრებაზე შედგენილი ოქმს, სწორედ, მისი უბნის მოსახლეობა აწერს. კომპანიამ სამუშაოები სხვა უბანში აწარმოა.

მერიის ცნობით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 

ტედერი 16 იანვარს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 000 ლარია.

სამუშაოები ატენში, ახალდაბაში, ახრისში, ბიისში, ბნავისში, ბობნევში, ბროწლეთში, გაგლოაანთ კარში, დიცში, ვარიანში, ზემო და ქვემო ბოშურში, ზერტში, თედოწმინდაში, თერგვისში, კარბში, კოშკაში, კოშკებში, მერეთში, ლევიტანაში, მეღვრეკისში, მუმლაანთკარში, მღებრიანში, ნაწრეტში, ოლოზში, ოთარშენში, ორმოცში, რიეთში, სვენეთში, ტინისხიდში, ტირძნისში, ტუსრებში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვეშში, ქიწნისში, ქორდში, არბოში, ყველაანთ უბანში, შინდისში, ციცაგიაანთკარში, წედისში, წითელუბანში, ჯარიშენში, ქერეში, გუგუტიაანათ კარსა და ზარდიაანთ კარში განხორცილედება. აღნიშნულიდან ზოგიერთ სოფელში გარეგანათების სისტემის მონტაჟი წელს პირველად დაიწყება.

"შიდა ქართლი"