გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა და ხაზარაძემ მიითვისეს ანაკლიის პორტი, შემდეგ ხაზარაძემ ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავში

12-09-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში გამართულ მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი დამთავრებული იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილმა და ხაზარაძემ პორტის მშენებლობა გააჩერეს.


მისივე თქმით, საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. 


"ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და წრე უნდა გავარღვიოთ. თურმე ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიოს ის წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე. ანაკლიის, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუარა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომლებმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი,გასული წლის არჩევნების წინ. მართლა ხომ არ ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს?. რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან? ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი დამთავრებული იქნებოდა და ის ქართველი ხალხის საკუთრება იქნებოდა. არა ოლიგარქის, არა ბარიგის საკუთრება, არა მორიგი მევახშის საკუთრება. შემდეგ ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, შემდეგ ერთად მიითვისეს ეს პორტი, და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშაოს და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ? ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ თუ არა ხაზარაძე და, რა თქმა უნდა, ივანიშვილი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა, და ივანიშვილმა მოადო თავში. მართლა ხომარ ბნელა, ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, ახლა კიდე ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე? ქართველები თქვენ მართლა სულელები ხომ არ გგონიათ? ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა ათი მილიარდიანი ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი. ამას გეუბნებით მე, მიხეილ საკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა, მეორე მევახშეების დრო არასდროს საქართველოში არ დადგება. ამაში დარწმუნებული ვარ. აბა, თქვენ იცით, საქართველოში უნდა გათენდეს!"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.