გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში არწივის თავის ფორმის მინიატურული ფრაგმენტი აღმოაჩინეს

12-09-2019

ზუგდიდის სოფელ ორულუში, ბორის წურწუმიას საკარმიდამო ნაკვეთში, კერამიკული ნაწარმისაგან დამზადებული მინიატურული ქანდაკების, არწივის თავის ფორმის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას თქმით, არტეფაქტის ქრონოლოგიური ასაკი წინაანტიკური ხანით განისაზღვრება და ქრისტეს წინარე მეშვიდე საუკუნეს მიეკუთვნება.


„არტეფაქტი არის კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელ ერთ - ერთ მნიშვნელოვან ელემენტი. საკულტო-სარიტუალო დანიშნულების, ორპროტომიან სადგარს უწოდებდნენ. ამ ტიპის სადგარები ძირითადად ტრაპეციული ფორმის კორპუსის და მართკუთხედის ფორმის ბრტყელი ძირისაგან შედგება, რომელზეც გამოქანდაკებულია საპირისპირო მხარეს მომზირალი ცხოველის ან ფრინველის თავები. არტეფაქტი, სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნილ ყალიბშია ჩამოსხმული და ერთ მხარეს არწივის თავია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ არწივის სახე საკმაოდ ნატურალისტურადაა გამოძერწილი და ეს მიანიშნებს იმას, რომა აქ არსებობდა სპეციალური სკოლა, ვინაიდან მასიური ხასიათი აქვს მიღებული. ე.ი არსებობდა სპეციალური სახელოსნო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯიქიამ.

მსგავსი ტიპის ნიმუშები ნაპოვნია ერგეტის, ცვანეს, ყულევის და სხვა არქეოლოგიური ობიექტებში.

რადიო "ათინათი"