გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის სტრიპტიზ კლუბმა გაფრთხილება მიიღო

13-09-2019

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე სტრიპტიზ კლუბმა გადაჭარბებული ხმაურის გამო გაფრთხილება მიიღო.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით მერიაში კლუბის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან შევიდა.

ფაქტზე  ობიექტმა ჯერჯერობით გაფრთხილება მიიღო, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი სტრიპტიზ კლუბი 500 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რუსთავში ხმაურის გამო გაფრთხილება კიდევ ერთმა ობიექტმა, კოსტავას გამზირზე, მერიის წინ მდებარე კაფე-ბარმა მიიღო. ამ ეტაპისთვის დაწესებულება აღარ ფუნქციონირებს.

ხმაური უკვე დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ ჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კიფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარაიმდება.
დეტალური ინფორმაცია ჯარიმების ოდენობასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

"ინფორუსთავი"