გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში მამაკაცმა 20 წლის გოგონა სცემა

13-09-2019

20-წლის გოგონა, რომელიც გორის ჰოსპიტალში მსუბუქი დაზიანებით დღეს საღამოს მიიყვანეს, უკვე გაწერეს.

გორის შს სამმართველოს დეტექტივების სამსახურში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომბინატის დასახლებაში, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა 20-წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ,, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ 

არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ."

რაც შეეხება 120-ე მუხლს, აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ,,ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია"

"შიდა ქართლი"